ჩამდინარე წყლის გაწმენდა
ტექნოლოგიური პროცესის აღწერა
ჩამდინარე წყლის გასაწმენდად გამოიყენება სამ საფეხურიანი ტექნოლოგიური პროცესი (იხილეთ სქემა), რომელიც წარმოადგენს ფიზიკო-ქიმიური მეთოდების ერთობლიობას და დაფუძნებულია თანამედროვე მიღწევებზე ამ სფეროში.
გაწმენდის პირველ ეტაპზე ხორციელდება ჩამდინარე წყლის მექანიკური გასუფთავება მყარი, შეტივნარებული ნაწილაკებისაგან, სალექარისა და პირველი საფეხურის ფილტრის საშუალებით. ფილტრიდან და სალექარიდან გამოყოფილი მყარი ნარჩენი პერიოდულად გაიზიდება ნაგავსაყრელზე.
გაწმენდის მეორე ეტაპზე, წყალში გახსნილი ორგანული და არაორგანული ნივთიერებების დაშლისა და ნეიტრალიზაციის მიზნით, ხდება მისი დამუშავება ქიმიურად, რისთვისაც გამოიყენება აერაცია და ნატრიუმის ჰიპოქლორიტი.
ფილტრებიდან გამოსული, მექანიკური მინარევებისგან გასუფთავებული წყალი, გაივლის აერატორს, სადაც ჰაერშემბერიდან მიწოდებული ოზონირებული ჰაერით ხორციელდება აერაცია. აერატორიდან გამოსვლის შემდეგ, წყლის ნაკადი იყოფა ორ ნაწილად. ერთი, მცირე ნაკადი, რომელიც მთელი ნაკადის დაახლოებით 10%-ს შეადგენს, გაივლის მარილხსნარის რეზერვუარს, რომელშიც პერიოდულად, იტვირთება ტექნიკური მარილი. მარილხსნარის რეზერვუარში გავლისას განსაზღვრული რაოდენობის მარილი იხსნება წყალში, რის შემდეგაც მარილ შემცველი წყალი ხვდება ელექტროლიზერში, რომელშიც წარმოიქმნება ნატრიუმის ჰიპოქლორიტი.
ელექტროლიზერიდან გამოსული, ნატრიუმის ჰიპოქლორიდის შემცველელი წყლის ნაკადი, შემრევ რეზერვუარში უერთდება წყლის ძირითად ნაკადს. ჰიპოქლორიტის მოქმედებით იჟანგება და იშლება ორგანული და არაორგანული ნივთიერებები და ნადგურდება წყალში არსებული მიკროორგნიზმები, რის შედეგადაც, წყალში ჟანგბადის ქიმიური და ბიოლოგიური მოხმარება მცირდება დასაშვებ დონემდე.
მესამე ეტაპზე, წყალი იფილტრება მეორე საფეხურის ფილტრით, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი ჩაშვება ნებისმიერ ბუნებრივ წყალსატევში, ან მდინარეში.
სისტემაში ჩართულია ორი მონაცვლეობით მომუშავე ფილტრი, რომელთაგანაც ერთი იმყოფება მუშა რეჟიმში, ხოლო მეორე რეგენირდება. ფილტრის რეგენერაცია ხორციელდება სუფთა წყლის ნაკადის ნაწილით, რომელიც დამხმარე ტუმბოს საშუალებით უკუმიმართულებით მიეწოდება რეგენერაციის რეჟიმში მყოფ ფილტრს. ფილტრის ნარეცხი წყალი ხვდება სალექარში.
ადგილობრივ პირობებზე დამოკიდებულებით, ტექნოლოგიური მოწყობილობა - დანადგარები თავსდება მიწაში, ან მიწისზედა სპეციალურ შენობაში. მუშაობს ავტომატურ რეჟიმში და საჭიროებს მხოლოდ პერიოდულ მომსახურებას - დაგროვილი მყარი ნარჩენების გატანისა და მარილის მარაგის შევსებისათვის.
ჩამდინარე წყლის ბიოლოგიური გაწმენდა
ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდა გამოიყენება ფეკალური და სხვა ორგანული მინარევებით დაბინძურებული წყლების გაწმენდისათვის. იგი შედგება:
1. ცხაურისაგან, რომელიც აკავებს მსხვილ შეტივნარებულ ნაწილაკებს
2. პირველადი სალექარისაგან, რომელშიც ილექება მყარი მინარევები და მიმდინარეობს ანაერობული პროცესები
3.აეროტენკისგან, სადაც ხდება წყალში ჰაერის ბარბოტირება და მიმდინარეობს აერობული პროცესები - მრავლდებიან მიკროორგანიზმები, რომლებიც წყალში არსებულ მინარევებს იყენებენ საკუთარი მეტაბოლიზმისათვის და გარდაქმნიან მათ ნახშირორჟანგად და წყალად, შედეგად მრავლდებიან და წარმოქმნიან ე.წ. ლამის ნამატს.
4. მეორადი სალექარისაგან, რომელშიც ილექება აქტიური ლამი და რომლიდანაც აქტიური ლამის ძირითადი მასა ბრუნდება აეროტენკში, ხოლო მცირე ნაწილი გამოიყოფა, ნაწილობრივ უწყლოვდება და გროვდება საუტილიზაციო ნარჩენების ბუნკერში, საიდანაც პირველადი სალექარიდან და ცხაურიდან გამოყოფილ ნარჩენებთან ერთად გაიზიდება ნაგავ საყრელზე.
5. ბიოფილტრისაგან, რომელშიც ჩამდინარე წყალი საბოლოოდ იწმინდება და მზადდება ზედაპირულ წყალსატევებში ჩასაშვებად, ან ტექნიკურ წყლად გამოსაყენებლად. ბიოფილტრი ავსებულია ე.წ. წყობილით, ანუ მცირე ზომის ელემენტებით, რომლებიც ქმნიან დიდი ზადაპირის ფართობს. მასზე წარმოიქმნება აქტიური აპკი, რომელშიც განვითარებულია მიკროორგანიზმების კოლონიები, ისინი აპკზე ჩამდინარე წყლიდან ითვისებენ მათთვის საჭირო მინარევებს და გარდაქმნიან ნახშირორჟანგად და წყლად.
ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობები დაკომპლექტებულია მყარი - არახრწნადი ნარჩენების გამომყოფი და შემგროვებელი სისტემისაგან. მოთხოვნის შემთხვევაში იგი შეიძლება დაკომპლექტდეს მყარი ნარჩენების უტილიზაციის სისტემითაც. ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა უზრუნველყოფს წყლის გასუფთავების ისეთ ხარისხს, რომ სრულად აკმაყოფილებს ჩამდინარე წყლებისათვის კანონით განსაზღვრულ რეგლამენტს და შესაძლებელია მისი ჩაშვება ნებისმიერ ზედაპირულ წყალში. არ საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას და საჭიროებს მხოლოდ ოპერატორის პერიოდულ კონტროლს, მაგალითად, სუფთა წყლის ხარისხის პერიოდულ ანალიზს. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ძირითადი ტექნოლოგიური პარამეტრების დისტანციური კონტროლის მოწყობილობის დამონტაჟებაც.
ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის
ტექნოლოგიური სქემა
ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის გასაანგარიშებლად აუცილებელია ჩამდინარე წყლის მოცულობითი სიჩქარის, მისი პერიოდულობის, შედგენილობის, აგრეთვე, ჩაშვების წერტილის განსაზღვრა. ტექნიკური მახასიათებლები:
1. წყლის მოცულობითი სიჩქარე: 10 ÷ 500 000 (მ3/დღ-ღმ)
2. გასაწმენდი წყლის შედგენილობა: არ არის შეზღუდული
3. გაწმენდილი წყლის შედგენილობა:აკმაყოფილებს ზედაპირული წყლებში ჩაშვების კანონით განსაზღვრულ რეგლამენტს.
4. ელექტრო ენერგიის ხარჯი (დამოკიდებულია წარმადობაზე)----0,05÷0.1 (კვტ-სთ/ (1მ3/დღ-ღმ))
5. თავსდება მიწის ქვეშ, გარდა ტექნიკური მოწყობილობების ჯიხურისა და ლაბორატორიისა.
6. მყარი ნარჩენების გატანა პერიოდულად (წელიწადში მაქსიმუმ 2-ჯერ), ან უტილიზაცია ადგილზე მოწყობილი უტილიზაციის სისტემით.
7. არ საჭიროებს დამატებით რეაგენტებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაწმენდილი წყალი
გამოიყენება ტექნიკური წყლის სახით - ამ შემთხვევაში კომპლექტდება საქლორატოროთი.
8. მომსახურე პერსონალი: 500 მ3/დღ-ღმ -მდე წარმადობას სჭირდება პერიოდული
მეთვალყურეობა და დისტანციური კონტროლის სისტემა, დიდი წარმადობის ნაგებობებს
მომსახურე პერსონალი ჭირდება წარმადობაზე დამოკიდებულებით.
9. საგარანტიო მომსახურეობა მოწყობილობა-დანადგარებზე 3 წელი, გამწმენდ ნაგებობებაზე
არა ნაკლებ 30 წელი (დამოკიდებულია წარმადობაზე).