ჰ ი პ ო
(ნატრიუმის ჰიპოქლორიდის წყალხსნარი)
გამოიყენება:
-) მათეთრებლად - ათეთრებს ბამბას, ცხოველურ, მცენარეულ და
ხელოვნურ ბოჭკოებს, ქსოვილებს, ტყავს, ცელულოზას და სხვა.
-) ლაქების ამოსაყვანად - ეფექტურად გამოიყენება წითელი ღვინის, სისხლის, ყავის, მდოგვის, ბალახის, მიწის და სხვა ლაქების ამოსაყვანად თეთრი ფერის ქსოვილებიდან.
-) სადიზინეფექციო საშუალებად - გამოიყენება სასმელი წყლის, ტუალეტების, საცურაო აუზების დეზინფექციისათვის, საკანალიზაციო მილების გასასუფთავებლად. პროპორციით 1/20.
-) საწარმოო ცირკულაციური წყლის გასასუფთავებლად -
ხავსის, სოკოს და სხვა მიკრო ორგანიზმების მოსასპობად, ქიმიური მინარევების დასაშლელად, რომლებიც აზიანებენ
წყალმომარაგების სისტემებს. საკმარისია 1გ/ლ აქტირუი ქლორის შემცველობის ხსნარი.
-) მედიცინაში - სამედიცინო ხელსაწყოების, ნარჩენების, პალატების, საწოლების, თეთრეულის დეზინფექციისათვის,
სპობს სოკოებს, ბაქტერიებს და სხვა მიკრო ორგანიზმებს.
მოხმარების წესები და შენახვის წესები
გამოიყენება სხვადასხვა წყალხსნარების სახით უნდა გაზავდეს სუფთა წყალით, რომლის ტემპერატურა არ აღემატება 30°C. გააზავეთ მხოლოდ პლასტმასის ან ემალირებულ ჭურჭელში. *გაფრთხილებთ* არ შეიძლება შეხება შიშველი ხელებით. აუცილებელია რეზინის ხელთათმანების, ან მსგავსი სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება. მომწამლავია, სხეულის დაუცველ ადგილას მოხვედრისას აუცილებელია საპონით და თბილი წყლით ჩამობანა.
შეინახეთ სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს. შეინახეთ გაუმჭვირვალე პლასტმასის ან ემალირებულ ჭურჭელში.
ჰ ი პ ო - ს გამოყენების დოზები
1. იატაკების და კედლების მოწმენდისთვის უნდა გაზავდეს 1: 20 (1 მოცულობა „ჰიპო“ + 20 მოცულობა სუფთა წყალი)
2. სასმელი წყლის დეზინფექციისთვის 1მოცულობა „ჰიპო“ საკმარისია:
ა) 60 მოცულობა დიდი ხნით (1 კვირაზე მეტი) ნადგამი წყლის დეზინფექციისთვის
ბ) 100 მოცულობა ახალი წყლის დეზინფექციისთვის.
გ) ჭის წყლის დეზინფექციისას, ჭაში წყლის მოცულობას უნდა დაემატოს 1/60 - 1 /80
(გააჩნია ჭის წყლის ქიმიურ შედგენილობას).
3. საცურაო აუზის დეზინფექციისას, აუზის წყალს უნდა დაემატოს მისი მოცულობის 1/100
მოცულობის „ჰიპო“ (სასურველია მთელ მოცულობაში თანაბრად).
4. ტუალეტების და საკანალიზაციო მილების გასუფთავებისა და დეზინფექციისთვის 1 მოცულობა
„ჰიპო“ უნდა გაზავდეს (5 - 10) მოცულობა წყალში გააჩნია დაბინძურების ხარისხს .
5. ცირკულიაციური წყლების დეზინფექციისათვის 1 მოცულობა „ჰიპო“ საკმარისია ზაფხულში
150 მოცულობა , ხოლო ზამთარში 250 მოცულობა წყლის დეზინფექციისათვის. ძლიერ
დახავსებული წყლისთვის „ჰიპო“-ს დოზა უნდა გაიზარდოს მაგრამ არა უმეტეს 1:50
6. მედიცინაში:
1მოცულობა „ჰიპო“ განზავებული 40 მოცულობა წყალში, 15 წუთში მოახდენს მასში
მოთავსებული სამედიცინო ხელსაწყოების დეზინფექციას.
საავადმყოფოების თეთრეულის დეზინფექციისათვის ისინი 30 წუთით უნდა მოთავსდეს „ჰიპო“-
ს 1: 50 გაზავებულ წყალხსნარში.
მათეთრებლად გამოყანებისას დოზა უნდა შეირჩეს ქსოვილის და ჭუჭყის მიხედვით. მერყეობას
1: 30 -დან 1:5 -მდე