


სასმელი წყლის დაქლორვის სისტემები
ჩვენი ფირმა ამონტაჟებს დაქლორვის სისტემებს როგორც ნატრიუმის ჰიპოქლორიდით, ასევე თხევადი ქლორითაც. ნატრიუმის ჰიპოქლორიდით სასმელიწყლის დაქლორვის სისტემას. სასმელი წყლის დეზინფექციისათვის ნატრიუმის ჰიპოქლორიდის წყალხსნარების გამოყენებას განაპირობებს მისი უსაფრთხოება თხევად ქლორთან შედარებით. არ არის საჭირო მაღალი წნევის ბალონები და კონტეინერები, უსაფრთხოა ტრანსპორტირება და გაცილებით ნაკლებია ატმოსფეროში გაფრქვევის რისკი. ნატრიუმის ჰიპოქლორიდი წყალში ჰიდროლიზდებადა წარმოიქმნის ქლოროვან მჟავას - ძლიერ დეზინფექტანტს. დეზინფექციისათვის ნატრიუმის ჰიპოქლორიდი გამოიყენება სხვადასხვა კონცენტრაციის წყალხსნარების სახით. ნატრიუმის ჰიპოქლორიდის წყალხსნარის ძირითადი მახასიათებელია ე.წ. „აქტიური ქლორის “ შემცველობა. აქტიური ქლორი, ქლორის ის რაოდენობაა რომელიც გამოიყოფა ჰიპოქლორიდის ხსნარში მარილმჟავას დამატების შედეგად. მარილმჟავას დამატება ხდება ხსნარიდან ქლორის ბუშტულების გამოყოფის შეწყვეტამდე.
ნატრიუმის ჰიპოქლორიდი არამდგრადი ნივთიერებაა და იშლება სინათლისა და სითბოს ზემოქმედებით. დაშლის სიჩქარე მით უფრო დიდია, რაც მეტია ხსნარში აქტიური ქლორის შემცველობა. დანაკარგების შესამცირებლად მიზანშეწონილია დაბალ- კონცენტრული ხსნარების გამოყენება, რომლებიც უნდა ინახებოდეს სპეციალურად გამოყოფილ, სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას. შენახვის დროისა და მიწოდების პერიოდის გათვალისწინებით, ჩვენ ვიყენებთ 100 - 150 გ/ლ აქტიური ქლორის შემცველ ხსნარებს, ისე რომ აქტიური ქლორის დანაკარგი, შენახვის მთელი დროის განმავლობაში არ აღემატებოდეს 1%. ნატრიუმის ჰიპოქლორიდით წყლის დაქლორვის სისტემა ადგილზე არსებულ პირობებთან დამოკიდებულებით შეიძლება მოეწყოს სხვადა სხვა გვარად. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჯერ ხდება ჰიპოქლორიდის მაღალკონცენტრული ხსნარის განზავება, შედარებით დაბალ კონცენტრაციამდე, ხოლო შემდეგ მიღებული ხსნარის შეტანა წყლის ძირითად მასაში. ფიგურაზე ნაჩვენებია ორი შესაძლო ვარიანტი:
ა) ფიგურაზე ნაჩვენებ ვარიანტში, ჰიპოქლორიდის კონცენტრირებული ხსნარის რეზერვუარიდან, ტუმბო-დოზატორი დოზირებულად აწვდის შემრევ რეზერვუარს ნატრიუმის ჰიპოქლორიდის კონცენტრირებულ ხსნარს. იგივე შემრევ რეზერვუარს, განზავებული ხსნარის ტუმბოს საშუალებით მიეწოდება წყალი მაგისტრალის მკვებავი რეზერვუარიდან. შემრევ მოცულობაში იქმნება წყალხსნარი ჰიპოქლორიდის გარკვეული კონცენტრაციით რომელიც, დონეთა სხვაობის გამო, თვითდინებით ჩაედინება რეზერვუარში, რომლიდანაც მიეწოდება მაგისტრალს. იმ შემთხვევაში, როდესაც რეზერვუარში წყლის მიწოდების(შემავსებელი წყალი) და რეზერვუარიდან მაგისტრალში მიწოდებული წყლისმოცულობითი სიჩქარეები მუდმივია, ე. ი. მუდმივია წყლის დონე რეზერვუარში, მუდმივი იქნება ჰიპოქლორიდის მიწოდების სიჩქარეც და ნარჩენი ქლორის რაოდენობა მაგისტრალში მიწოდებულ წყალში. ამ შემთხვევაში საკმარისი იქნება ნარჩენი ქლორის პერიოდული კონტროლი მაგისტრალის წყალში.
ბ) ფიგურაზე გამოსახულ ვარიანტში, ნაჩვენებია მაგისტრალის წყლის (წნევა ატმოსფერულზე მეტია) ნატრიუმის ჰიპოქლორიდით დაქლორვის სქემა. ჰიპოქლორიდის კონცენტრული ხსნარი ტუმბო - დოზატორის საშუალებით წყალი მაგისტრალიდან, მიეწოდება შემრევს , საიდანაც განზავებული ხსნარის ტუმბოს საშუალებით ბრუნდება ისევ მაგისტრალში. თუ მაგისტრალში წყლის მოცულობითი სიჩქარე მუდმივია , მუდმივი იქნება ჰიპოქლორიდის მიწოდების სიჩქარეც და შესაბამისად საკმარისი იქნება ნარჩენი ქლორის პერიოდული კონტროლი მაგისტრალში.
-
ჰიპოქლორიდის კონცენტრული ხსნარის რეზერვუარი.
-
ტუმბო- დოზატორი (შესაბამისი წარმადობის პერისტალტიკური ტუმბო).
-
შემრევი (ჰიპოქლორიდის განზავებული ხსნარის რეზერვუარი).
-
ჰიპოქლორიდის განზავებული ხსნარის ტუმბო.
-
ნარჩენი ქლორის ანალიზატორი.
-
დისტანციური მართვის სისტემა.
-
ჯიხური.
-
ავტონომიური ელექტრო კვება.
როდესაც წყლის ხარჯი მუდმივია, ნარჩენი ქლორის ანალიზატორი, რომელსაც აქვსტუმბო - დოზატორის მართვის ფუნქცია ( წყალში ნარჩენი ქლორის საჭირო რაოდენობის მიხედვით არეგულირებს ტუმბო-დოზატორის მიწოდების სიჩქარეს), საჭირო არ არის.
დისტანციური მართვის სისტემა უზრუნველყოფს დაქლორვის პროცესის მართვას, მოწყობილობების კალიბრებას და ჰიპოქლორიდის მარაგის შემოწმებას ინტერნეტით, ამიტომდისტანცია შეზღუდული არ არის.გარდა ამისა, დისტანციური მართვის სისტემას აქვს ინტეგრირებული ვიდეო კამერა, რომელიც მიმდინარე პროცესების ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. დისტანციური მართვის სისტემა აუცილებელია ისეთი დაქლორვის სისტემებისათვის, რომლებსაც ოპერატორი არ ემსახურება (ან ემსახურება დიდი პერიოდულობით).
ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ხსნარის მიწოდება დაქლორვის სისტემებისათვის წარმოებს პერიოდულად. ავტო ტრანსპორტზე მოთავსებული რეზერვუარიდან ივსება კონცენტრირებული ხსნარის რეზერვუარი. თუ დაქლორვის სისტემამდე მანძილი ხშირ - ხშირად მიწოდების საშუალებას იძლევა, მაშინ კონცენტრირებული ხსნარის მოცულობა ისე იანგარიშება , რომ მასში მოთავსდეს მაქსიმალური კონცენტრაციის ხსნარი -150 გ/ლ და ისეთი რაოდენობით, რომ დანაკარგი იყოს მინიმალური.
ჩვენს სისტემებში გამოიყენება პოლიეთილენის მილები და რეზერვუარები ,ძალიან საიმედო პერისტალტიკური ტუმბოები (ამერიკულ - ჩინური წარმოების,LabV -სერიის) დანარჩენი ქლორის ავტომატური ანალიზატორები (ინგლისური, ან ამერიკული, Q45H/62 -63-სერიის), წყლისტუმბოები (გერმანული, იტალიური, ანთურქული წარმოების), პოლიეთილენისაგან დამზადებული მარეგულირებელი არმატურა, დისტანციური მართვის სტანდარტული სისტემები (MODBUSRS – 485,ღამითხედვისვიდეო კამერებით).
კონკრეტული სისტემის კომპლექტაცია ხორციელდება არსებული პირობებისა და შემკვეთის ტექნიკური დავალების მიხედვით.
რიგორც ცნობილია, ქლორის ხარჯი დამოკიდებულია კონკრეტულ წყალზე, ერთიდაიგივე რაოდენობის ნარჩენი ქლორის მისაღებად, ერთიდაიგივე მოცულობის წყალს, იმის და მიხედვით თუ რაწყაროდან მიიღება,დასჭირდება სხვა და სხვა რაოდენობის ქლორი.

